ავტო ლიზინგი
საქართველოში ავტომობილის შეძენის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, სამწუხაროდ ყველას არ აქვს იმის საშუალება რომ სასურველი ავტომობილი შეიძინოს. მანქანის შესაძენად მომხმარებლები ხშირად სარგებლობენ ავტო ლიზინგის მომსახურებით.
სატრანსპორტო საშუალების ლიზინგი არის ფინანსური სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს ავტომობილი ეტაპობრივად, ყოველთვიური გადახდის საშუალებით, თანხის სრული დაფარვის გარეშე. ეს იდეალური შეთავაზებაა მათთვის, ვისაც მანქანის შეძენა სურს, თუმცა არ აქვს შესაბამისი დანაზოგი, რომ ერთიანი გადახდით შეძლოს სასურველი მანქანის შესყიდვა.
ზოგადოდ, ლიზინგი არის ბიზნესის დაფინანსების მრავალჯერ ნაცადი და აპრობირებადი მეთოდი. სხვადასხვა კომპანიები მიმართავენ ლიზინგს სატრანსპორტო საშუალებების, სამშენებლო აღჭურვილობის, შენობების, თვითმფრინავებისა და გემების შესაძენად.
ავტომობილების სამომხმარებლო ლიზინგი პოპულარული გახდა მხოლოდ 1980-იან წლებში, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს უფრო ხელმისაწვდომი გზების ძებნა მათთვის სასურველი ახალი მანქანების შესაძენად. დღესდღეობით სტატისტიკურად მსოფლიო მასშტაბით ყოველი გაყიდული 3 ახალი ავტომობილიდან 1 ლიზინგის საშუალებით ხორციელდება.
ავტო ლიზინგი, როგორც სერვისი, საქართველოში რამდენიმე წელიწადია არსებობს. ეს სერვისი გაძლევთ საშუალებას, რომ შეიძინოთ ავტომობილი და თანხა ნელ-ნელა, ყოველთვიურად დაფაროთ.
აღნიშნული სერვისი თქვენი მანქანის შესაძენად ფინანსების მოზიდვის კიდევ ერთი მეთოდია. ტრადიციული ავტო სესხისგან განსხვავებით, ის წარმოადგენს დაფინანსების სახეობას, რომლის დროსაც ავტომობილის შეძენის ნაცვლად იხდით სატრანსპორტო საშუალების გამოყენების ხარჯს.
სალიზინგო კომპანია მომხმარებლისთვის შეიძენს ავტომობილს, სანაცვლოდ ყოველთვიურად უნდა გადაუხადოთ მას თანხის განსაზღვრული ოდენობა. მანქანა იქამდე რჩება სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში, სანამ სრულად არ მოხდება გადასახადის დაფარვა. ყოველივე ამის შემდომ ავტომობილი გადადის მომხმარებლის საკუთრებაში. სალიზინიგო პერიოდში, რა თქმა უნდა, ავტომობილის მართვა შეუძლია მომხმარებელს.
ავტომობილის გამოყენება მოიცავს მის ცვეთის ღირებულებას (დროთა განმავლობაში ღირებულების დაკარგვას), მანქანის მიერ გავლილ მანძილს (გარბენს) და ნებისმიერ არაბუნებრივ ცვეთას, რომელიც ამ პერიოდში იქნება გამოწვეული.
ეს მომსახურება ძალიან ჰგავს სესხს და ამავდროულად დაქირავებას, ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებიან. სესხის აღების დროს თქვენ უნდა მიხვიდეთ ბანკში, შეათანხმოთ სესხის პირობები, წარადგინოთ უზრუნველყოფა და კიდევ უნდა გაიაროთ დამატებით მრავალი პროცედურა, რაც საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.
მანქანის ლიზინგი წარმოადგენს სესხისა და იჯარის მოდელის კომბინაციას. ფინანსური ორგანიზაცია (ლიზინგის კომპანია) მომხმარებლისთვის ყიდულობს ავტომობილს, ხოლო მომხმარებელი სარგებლობს ამ მანქანით, სანამ ეტაპობრივად გადაიხდის მის ღირებულებას. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის სარგებლობისათვის გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო. კერძოდ:
- ავტომობილის შერჩევა - მომხმარებელი ირჩევს სასურველ ავტომობილს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ახალი, ისე მეორადი;
- საკრედიტო შეფასება - ლიზინგის კომპანია აფასებს მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობას და ადგენს მისთვის შესაბამის პირობებს;
- ხელშეკრულების გაფორმება - მომხმარებელი და კომპანია აფორმებენ ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა აღწერილი პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი.
- ავტომობილის გადაცემა - ბოლო ეტაპს წარმოადგენს მანქანის გადაცემა მომხმარებელისთვის, რომელსაც უკვე შეეძლება ავტომობილის გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის.
დღევანდელ სამყაროში, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ავტო სესხის მიღების პროცესი საკმაოდ გამარტივებული პროცედურაა. ხშირ შემთხვევაში, დისტანციურადაც გვარდება და მომხმარებლს ადგილზე მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად აღარ სჭირდება, რაც დამეთანხმებით, დიდი ფუფუნებაა დღევანდელი გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის ფონზე.
სატრანსპორტო საშუალების ლიზინგს მრავალი უპირატესობა აქვს, მათგან გამოსარჩევია შემდეგი მიზეზები:
- ფინანსური ხელმისაწვდომობა - მომხმარებელი არ არის ვალდებული სასურველი მანქანის შეძენისათვის მობილიზება გაუკეთოს მთლიან თანხას, ეს მომსახურება არ მოითხოვს სრული თანხის ერთჯერადად გადახდას;
- მოქნილობა - მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს გადახდის გრაფიკი, რომელიც შეესაბამება მის შემოსავლებს;
- ტექნიკური მხარდაჭერა - ხშირ შემთხვევაში, ლიზინგის კომპანიები თავადვე უზრუნველყოფენ ავტომობილის სერვისსა და დაზღვევას მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად;
- მარტივი პროცედურები - ლიზინგის პროცესი ბევრად მარტივია, ვიდრე ტრადიციული სესხის მიღება. არ მოითხოვს მომხმარებლის დამატებით დროისა და ენერგიის გაფლანგვას, ფინანსურ ორგანიზაციებში სიარულსა და სხვადასხვა დოკუმენტების წარდგენას;
მიუხედავად ავტო სესხის დადებითი მხარეებისა, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მოითხოვს მომხმარებლის გააზრებულ მიდგომას, რათა თავიდან იქნას აცილებული ფინანსური პრობლემები. სანამ აღნიშნული სერვისით ისარგებლებთ, სასურველია რამდენიმე დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება:
- წლიური საპროცენტო განაკვეთი;
- დამატებითი გადასახადები და საკომისიოები;
- ავტომობილის საბოლოო გამოსყიდვის ღირებულება;
- წინასწარი შენატანის ოდენობა.
მნიშვნელოვანია, რომ ავტო ლიზინგის მიღებამდე მომხმარებელს სწორად ჰქონდეს განსაზღვრული საკუთარი შემოსავლები, რომ სესხის დაფარვა შეძლოს ხელშეკრულებით გაწერილი გრაფიკის მიხედვით და არ აღმოჩნდეს ფინანსური პრობლემების წინაშე.
როგორც აღვნიშნეთ, მანქანის ლიზინგი საკმაოდ მარტივი პროცედურაა და საშუალოდ, მომხმარებელს შეუძლია ერთ დღეში სასურველი ავტომობილი შეიძინოს.