ავტო ლომბარდი
ადამიანის ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელობებით. როგორც წესი, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯები იცვლება ჩვენი საჭიროებების მიხედვით. შეიძლება დღეს მთლიანი შემოსავალი დაეთმოს ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, ხვალ კი გამოჩნდეს ისეთი ხარჯი, რომელსაც ყოველთვიური შემოსავლითა და არსებული დანაზოგითაც ვერ გაწვდეს ადამიანი. ასეთ დროს გვჭირდება შემოსავალი რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად.
ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალი არის უძრავი ან მოძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება ან მისი სხვა გზით ფულად რესურსში გადაცვლა.
ალბათ ყველასთვის დიდი დისკომფორტი არის თანხის მისაღებად ქონებასთან გამომშვიდობება. თუმცა, არსებობს ისეთი სერვისებიც, რომლებიც სულაც არ საჭიროებენ ქონების გასხვისებას ან სხვისთვის გადაცემას დროებით სარგებლობაში.
ასეთ სერვისებს განეკუთვნება ავტო ლომბარდი. ეს არის სერვისი, რომელიც მძღოლებს სთავაზობს მოკლევადიან ფინანსურ დახმარებას საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით. ეს არის სწრაფი და მარტივი გამოსავალი მიიღოთ თანხა თუ ხართ ავტომობილის მფლობელი.
დღესდღეობით, ავტო სესხი სამომხმარებლო დაკრედიტების ერთ–ერთი პოპულარული სახეა. აღნიშნული მომსახურება არც მომხმარებელთა სიმცირეს უჩივის. მიზეზი მარტივია – ავტომობილი საკმაოდ ძვირადღირებული შენაძენია და მყარ კაპიტალსაც წარმოადგენს, შესაბამისად მისი შეძენა ფულის ხანგრძლივ დაგროვებასთანაა დაკავშირებული. ავტო სესხი კი, რომელიც მიზნობრივი სესხია, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისი სურვილისამებრ იყიდოს როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილი.
როგორც აღვნიშნეთ, მანქანის დალომბარდების სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელია მანქანის დაგირავება, ავტომობილი რჩება მომხმარებლის სახელზე, თუმცა, იტვირთება გირავნობით. კომპანიების უმრავლესობა თქვენ თავად გაძლევთ არჩევანის საშუალებას შეარჩიოთ მომსახურების პირობები – გააგრძელოთ მანქანის მართვა თუ გააჩეროთ იგი ავტოსადგომზე.
იმისათვის რომ მანქანის ლომბარდით ისარგებლოთ მინიმალური საბუთების შეგროვებაა საჭირო:
- აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მომსახურების სარგებლობისათვის საჭიროა ავტომობილის ტექნკური პასპორტი;
აუცილებელი მოთხოვნაა რომ ავტო ექსპერტმა მანქანის ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს, გასათვალისწინებელია ავტომობილის მარკა, წლოვანება და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგენს ექსპერტი მის ღირებულებას. სესხის ოდენობაც სწორედ ნივთის ფასის მიხედვით განისაზღვრება.
სხვა სესხების მსგავსად, ავტომობილის დალომბარდების შემთხვევაშიც გადახდა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება და გადახდის პროცენტთან ერთად, სესხის ძირი თანხაც იფარება. იმ შემთვევაში, თუ მომხმარებელს საშუალება ექნება სესხი ვადაზე ადრე სრულად დაფაროს, ავტომობილის გამოსყიდვა თავისუფლადაა შესაძლებელი.
ავტომობილის ლომბარდით სარგებლობა საკმაოდ მარტივ პროცედურებს უკავშირდება. რაც შეეხება მისი სარგებლობის დეტალურ პირობებს, იგი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში განსხვავებულია. თუმცა, ძირითადი ეტაპები ამ სერვისის სარგებლობის მისაღებად ასე გამოიყურება:
- ავტომობილის შეფასება - პირველ რიგში, ლომბარდი აფასებს თქვენი მანქანის საბაზრო ღირებულებას. შეფასება ხდება მანქანის ასაკის, მარკის, მოდელის, ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ფასის მიხედვით.
- სესხის პირობების განსაზღვრა - ამ შემთვევაში განისაზღვრება სესხის მოცულობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შეადგენს მანქანის ღირებულების 50-80%-ს. სესხი ითვალისწინებს პროცენტის განაკვეთს და ვადის ხანგრძლივობას.
- ხელშეკრულების გაფორმება - ყველა პირობა და დებულება რეგულირდება თქვენსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სესხის თანხას, დაბრუნების ვადებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
- თანხის მიღება - ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თანხა დაუყოვნებლივ გერიცხებათ ანგარიშზე ან გადმოგეცემათ ნაღდი ფულის სახით.
ავტო ლომბარდი არის პრაქტიკული და სწრაფი გზა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. აღნიშნულ სერვისს არაერთი უპირატესობა გააჩნია, რომელთა შორის ერთ-ერთი მანქანის ტარების უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ, როცა სესხი ჯერ კიდევ დაფარული არ გაქვთ, შეგიძლიათ ავტომობილის მართვა.
სესხის მისაღებად მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო, პროცედურა კი, როგორც უკვე ვახსენეთ, საკმაოდ სწრაფი და მარტივია. თუ ონლაინ დოკუმენტების შევსებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ რომელიმე ორგანიზაციის ფილიალში და მათი წარმომადგენლები დაგეხმარებიან და დეტალურად აგიხსნიან პირობებს.
ამ ფინანსური სერვისით სარგებლობის უპირატესობებს წამორადგენს:
- სისწრაფე და სიმარტივე - სესხის მიღება შესაძლებელია რამდენიმე საათში, რაც ძალიან მოსახერხებელია გადაუდებელი ფინანსური საჭიროების დროს;
- მინიმალური ბიუროკრატია - განსხვავებით ტრადიციული სესხისა, ამ ფინანსური სერვისით სარგებლობისას ნაკლები ყურადღება ექცევა საკრედიტო ისტორიას ან სხვა დოკუმენტებს.
- მანქანის გამოყენების უფლება - ლომბარდი არ ართმევს მანქანას მომხმარებელს, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია;
- არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას - თანხის მისაღებად საკმარისია მხოლოდ ფლობდეთ მანქანას.
ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების ფონზე, ავტომობილის დალომბარდება მარტივად და დადებითად გვესახება, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ სანამ ამ ფინანსური სერვისით სარგებლობას გადავწყვეტთ სწორად ავწონ-დავწონოთ განმსაზღვრელი ფაქტორები და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასე შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ფინანსური პრობლემები მომავალში.
ავტომობილის დალომბარდებამდე ყურადღებით უნდა შეაფასოთ რისკები:
- საპროცენტო განაკვეთები - საფინანსო ორგანიზაციები ხშირად ითხოვენ შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რაც სესხის გაძვირებას იწვევს;
- სესხის არ გადახდა - სესხის გადაუხდელობის შემთხვევაშო ლომბარდს უფლება აქვს ჩამოგართვათ ავტომობილი და მოახდინოს მისი რეალიზაცია;
- გადახდის გრაფიკი – ეცადეთ გადახდის გრაფიკი შეარჩიოთ ისე, რომ კრედიტი ყოველთვიურად თქვენთვის მოსახერხებელ დროს დაფაროთ;
- ჯარიმის ოდენობა – საყურადღებოა ჯარიმის ოდენობაც. როცა მომხმარებელი მისთვის განსაზღვრულ ვადაში ვერ ფარავს სესხს, კრედიტორი მას ჯარიმას არიცხავს;
- სესხის გაცემის საკომისიო – კომპანიებს სესხის გაცემისას განსხვავებული საკომისიო აქვთ დადგენილი, ამიტომაც სასურველი კრედიტორის შერჩევისას ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ;
- ხელშეკრულების პირობები – ხშირად მომხმარებლები ხელშეკრულებებს არ ეცნობიან და გაუაზრებლად აწერენ ხელს. მომავალში გაუთვალისწინებელი პრობლემის ასარიდებლად თავიდანვე ყურადღებით გაეცანით პირობებს, ვინაიდან ხელშეკრულებით რეგულირდება ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.
ავტო ლომბარდი არის პრაქტიკული და სწრაფი გზა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა, საჭიროა ყურადღებით გაითვალისწინოთ მისი პირობები და რისკები. თუ იყენებთ სერვისს გონივრულად და სწორად, მანქანის ლომბარდი შეიძლება გახდეს სასარგებლო ინსტრუმენტი თქვენი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მანქანის დალომბარდების სერვისი თანამედროვე ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სწრაფი და მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტი. მისი სისწრაფე, სიმარტივე და მინიმალური მოთხოვნები ამ მომსახურებას ფართოდ გავრცელებულს ხდის როგორც ინდივიდუალური, ისე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. თუმცა, წარმატებული გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმირებული და გონივრული მიდგომა, რათა სერვისმა არა მხოლოდ დროებითი სარგებელი, არამედ გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობაც უზრუნველყოს.