შესაძლებელია, თუ არა ავტო სესხის დაბალ პროცენტში აღება ?

მანქანის ყიდვა არც ისე მარტივი პროცესია, ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი, როგორი მანქანა გვინდა, როგორ გადავიხდით ფულს, სად ვიყიდით და ა.შ. თუ ავტო სესხის აღებას აპირებთ, მაშინ ყველაზე დიდი საზრუნავი წლიური პროცენტია. არავის სურს ზედმეტის გადახდა, ყოველთვის ცდილბენ, დაბალპროცენტიანი შეთავაზება იპოვონ. მთავარია იცოდეთ სად მოძებნოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.
კრედიტორები უამრავ ფაქტორს განიხილავენ, მანამ სანამ სესხს დაგიმტიკეცებენ:
თქვენი საკრედიტო ქულა - უფრო მაღალი საკრედიტო ქულა ჩვეულებრივ ნიშნავს დაბალ საპროცენტო განაკვეთს. თუ თქვენი ქულა არ არის კარგი, განიხილეთ მისი გაუმჯობესება განაცხადის დაწყებამდე.
სესხის ვადა - როდესაც სესხს მოკლე ვადებში ფარავთ, ამ შემთხვევაში პროცენტი შედარებით დაბალია, თუმცა ეს ასევე ნიშნავს უფრო მაღალ ყოველთვიურ გადასახადს.
წინასწარი გადახდა - რაც უფრო მეტ ფულს შეიტანთ წინასწარ, მით ნაკლები რისკია კრედიტორისთვის, რამაც შეიძლება უკეთესი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვროს.
კრედიტორების პოლიტიკა - ბანკებს, საკრედიტო კავშირებს და ონლაინ კრედიტორებს აქვთ განსხვავებული პირობები, ამიტომ მათი შედარება ყველაზე მთავარია.
როგორ ავიღოთ მანქანის სესხი დაბალი საპროცენტო განაკვეთით
ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით, რა ფაქტორები ახდენს გავლენას საპროცენტო განაკვეთებზე, მოდით გავიგოთ, როგორ მივაღწიოთ ჩვენთვის საუკეთესო შეთანხმებას:
შეადარეთ მრავალი შეთავაზება - ნუ დაკმაყოფილდებით პირველი შეთავაზებით. ბანკებს, საკრედიტო კავშირებს და ონლაინ გამსესხებლებს აქვთ განსხვავებული პირობები, ამიტომ მიიღეთ ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან და შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი.
გააუმჯობესეთ თქვენი საკრედიტო ქულა - თქვენი საკრედიტო ქულის მცირე მატებასაც კი შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს მიერ შემოთავაზებულ საპროცენტო განაკვეთზე. ვალების გადახდა და ახალი სესხების თავიდან აცილება განაცხადის დაწყებამდე მართლაც კარგ შედეგს მოგიტანთ.
განიხილეთ სესხის მოკლე ვადა - მიუხედავად იმისა, რომ სესხის უფრო გრძელი ვადები შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს დაბალი თვიური გადახდების გამო, ისინი ხშირად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით არიან. თუ ეს შესაძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის დაზოგვის მიზნით აირჩიე უფრო მოკლე ვადიანი შეთავაზება.
განახორციელეთ უფრო დიდი წინასწარი გადახდა - რაც უფრო მეტს გადაიხდით წინასწარ, მით ნაკლები დაგჭირდებათ სესხის აღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ამიტომ, სასურველია, თუ მანქანის ყიდვამდე ცოტა ფულს დაზოგავთ და გარკევული ნაწილი უკვე დაგროვილი გექნებათ.
შეამოწმეთ სპეციალური შეთავაზებები - ზოგიერთი დილერი და კრედიტორი გვთავაზობთ სარეკლამო საპროცენტო განაკვეთებს, განსაკუთრებით დღესასწაულების დროს. თუმცა სწორედ ასეთი პირობები უნდა გადაამოწმოთ ყველაზე ყურადღებით, რადგან უამრავი ფარული დეტალია, რომელიც შეიძლება გამოგრჩეთ.
დიახ, დაბალ საპროცენტში ავტო სესხის აღება შესაძლებელია, მაგრამ ამას მცირე სტრატეგია სჭირდება. თქვენი საკრედიტო ქულის გაუმჯობესებით, ფულის დაზოგვითა და სესხის მოკლე ვადის გათვალისწინებით, შეგიძლიათ იპოვოთ გარიგება, რომელიც დაზოგავს თქვენს ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში.
სანამ რამეს მოაწერთ ხელს, ყოველთვის წაიკითხეთ წვრილმანი დეტალები და დარწმუნდით, რომ ავტო სესხი ნამდვილად შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს.