როგორ გავანაწილოთ ფინანსები დეკემბერში ?
![](/storage/7420/Screenshot%202024-12-16%20at%2014.48.47.png)
დეკემბერი წლის ბოლო თვეა, ახალი წლის სამზადისიც ახლოვდება, შესაბამისად ფინანსების განაწილება ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დროსაა. სადღესასწაულო საყიდლებზე, წლის ბოლოს გადასახადებსა და ახალი წლის დაგეგმვას შორის, ფინანსების მართვა საკმაოდ რთულია. თუმცა სწორი დაგეგმვითა და თქვენი ბიუჯეტის განაწილებით, ყველაფრის მოგვარება და გამარტივება შეიძლება.
წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი და მიიღეთ რამდენიმე საჭირო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დეკემბრის ფინანსების სწორად გადანაწილებაში.
დაიწყეთ ბიუჯეტის განსაზღვრით
დეკემბერი უკვე დაწყებულია, თუმცა ბიუჯეტის გასაწერად გვიან არასდროსაა. დაწერეთ თქვენი მთლიანი შემოსავალი და ჩამოთვალეთ ყველა ხარჯი, რომელსაც ელოდებით ამ თვეში. ეს შეიძლება იყოს, სადღესასწაულო საჩუქრები კომუნალური გადასახადები, სასურსათო პროდუქტები და სადღესასწაულო კერძები, ან იქნებ ახალი წლისთვის მოგზაურობას გეგმავთ.
მას შემდეგ რაც თქვენ გაქვთ სრული სია, თითოეულს შესაბამისი, რეალური თანხა მიუწერეთ. თქვენი ხარჯების სიაში დანახვა დაგეხმარებათ უკეთესი არჩევანის გაკეთებაში და ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებაში.
დაალაგეთ პრიორიტეტები
შეიძლება საახალწლო არდადეგებზე ბევრი რამის გაკეთება მოგინდეთ, მაგრამ გახსოვდეთ: მოგონებები იქმნება ადამიანებთან ერთად და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ლაქშერულია ეს ყველაფერი. ჩამოყალიბდით რა არის თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ეს არის მცირე საჩუქარი, ერთად ვახშმობა ან მოგზაურობა.
მზად იყავით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის
დეკემბერი სავსეა მოულოდნელი ხარჯებით, სპონტანური საჩუქრები, სტუმრად წასვლა, წვრილმანები ოჯახისთვის და ა.შ. შესაბამისად გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხა ყოველთვის უნდა გქონდეთ.
ასევე, კარგად დააკვირდით სადღესასწაულო შეთავაზებებს, აქციებს, ფასდაკლებებს. ხშირად ეს ყველაფერი იმდენად მიმზიდველია, რომ ვყიდულობთ ნივთებს, რომელიც იმ დროს საერთოდაც არ გვჭირდება, ამიტომ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, იყიდდით თუ არა ამ ნივთს მაშინაც კი, ფასდკალება რომ არ ჰქონდეს?!
დაზოგეთ თანხა
თუ სადღესასწაულო კერძების გაკეთებას სახლში აპირებთ, თვალი ადევნეთ სუპერმარკეტების შეთავაზებებს. სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებს ხშირად აქვთ ფასდაკლებები პროდუქტებზე. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ ნამცხვრები სახლში გამოაცხოთ, გადახედეთ სად არის ფასდაკლებით კარაქი, შაქარი, ფქვილი და სხვა საჭირო ინგრედიენტები. ასე დაზოგავთ თანხას, რომელსაც სხვა რამეში გამოიყენებთ.
დეკემბერის ფინანსების განაწილება არც ისე რთული ყოფილა. მცირე დაგეგმვითა და პრიორიტეტების დალაგებით, შეგიძლიათ დატკბეთ ახალი წლის ჯადოსნური პერიოდით ზედმეტი სტრესის გარეშე. დაიმახსოვრე, საუკეთესო საჩუქარი, რაც შეგიძლია გაუკეთო საკუთარ თავს და ოჯახს, არის ფინანსური სიმშვიდე - როგორც ახლა, ასევე მომავალში.
მოემზადეთ ახალი წლისთვის ფინანსური პრობლემების გარეშე !