5 რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ ავტო სესხის აღებისას

საკრედიტო პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. უამრავი სარეკლამო კამპანიის ფონზე, რთულია გადაწყვეტილების მიღება, თუ რომლის მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ საუკეთესო საკრედიტო პირობებით ვისარგებლოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

თუ გსურთ ავტომობილის შეძენა, მაგრამ თანხა არ გყოფნით, ავტო სესხი საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, სესხებს თან ახლავს პასუხისმგებლობები და სწორად დაგეგმვამ შეიძლება გიხსნას ზედმეტი სტრესისგან.

ჩვენ ამ ბლოგით დაგეხმარებით, რომ პროცესი უფრო გაგიმარტივოთ და 5 მნიშვნელოვან რჩევას მოგაწვდით, რომელიც ავტო სესხის აღებისას უნდა გაითვალისწინოთ.

განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი 
ავტო სესხით სარგებლობამდე სწორად განსაზღვრეთ რა ბიუჯეტი გაქვთ და რა თანხის გადახდას შეძლებთ ყოველთვიურად. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.

გაიგეთ, სად არის ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
საფინანსო სექტორში ბევრი საკრედიტო ორგანიზაციაა წარმოდგენილი, რომელთა პირობებიც საკმაოდ მიმზიდველია. თქვენზე მორგებული ავტო სესხის შესარჩევად შეადარეთ მათი შეთავაზებები ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღება კი საპროცენტო განაკვეთს მიაქციეთ, რადგან ის სესხის ყველა ხარჯს მოიცავს. ამის ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებს.

გაიგეთ პირობები და რა დოკუმენტაცია გჭირდებათ
თქვენზე მორგებული ავტო სესხის შესარჩევად ზედმიწევნით გაიგეთ რა პირობებს გთავაზობთ კომპანია და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. შემდეგ, კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულება, სადაც გაეცნობით თქვენს უფლება-მოვალეობებს.

სწორად განსაზღვრეთ გადახდის ვადები
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თანხა სასურველ ვადებზე გადაანაწილოთ, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება თანხის ოდენობასა და ავტო სესხის გაცემის პირობებზე. ამიტომ, კარგად განსაზღვრეთ როდის მოგიწევთ სრული თანხის დაფარვა.

ისარგებლეთ ავტო სესხის კალკულატორით
საფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობას ვებგვერდზე მოცემული აქვს სესხის კალკულატორი, რაც კარგი საშუალებაა ხარჯების გამოსათვლელად. თქვენ ირჩევთ სასურველი თანხის ოდენობას და დაფარვის პერიოდს და წინასწარ იგებთ რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად. 

ავტო სესხის აღებისას დარწმუნდით, რომ ყველა ხარჯის შესახებ გაქვთ ინფორმაცია. ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას, რათა ზუსტად იცოდეთ პროდუქტის პირობები, თქვენი მოვალეობები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკრედიტო ექსპერტს, დააზუსტეთ ყველა დეტალი. სესხი აიღეთ მხოლოდ იმდენი, რისი გადახდის რესურსიც გექნებათ. ზემოთ მოცემული ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ავტო სესხის გონივრულად შერჩევასა და დანახარჯების შემცირებაში. წინასწარ გეცოდინებათ პროდუქტის ყველა პირობა და თავიდან აირიდებთ დამატებით ხარჯს.